ფეხბურთი

0:49 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „უდინეზე“ კვლავ უქულოდ დატოვა

„უდინეზესა“ და „იუვენტუსს“ შორის გამართულ ზედიზედ მე-5 მატჩში უდინელებმა ქულის აღება ვერ მოახერხეს, ხოლო უკანასკნელ სამ მათგანში გოლიც ვერ გაიტანეს. ტურინელებმა „უდინეზე“ ზედიზედ მეხუთედ სერია A-ს 33-ე ტურის ბოლო მატჩში დაამარცხეს.

„ფრიულიზე“ გამართული მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე პირველ ტაიმში იყო დაფიქსირებული. ანგარიში, მე-16 წუთზე, სებასტიან ჯოვინკომ ეფექტური გოლით გახსნა. სტუმართა შემტევმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს წინა ხაზიდან მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა. 10 წუთში, ლიორენტემ პოგბას ახლო მანძილიდან დარტყმულს დაამატა და იანვრის შემდეგ პირველად გოლი სერია A-ს ზედიზედ მე-2 მატჩში გაიტანა.

ამ მოგების წყალობით, „იუვენტუსმა“ „რომასთან“ სხვაობა კვლავ 8 ქულამდე გაზარდა. გათამაშების დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს გუნდს 3 მოგება ზედიზედ მე-3 სკუდეტოს უნაღდებს.

„უდინეზესთან“ მატჩი ორშაბათ დღეს გამართული ზედიზედ მე-14 თამაში იყო, რომელიც „იუვენტუსმა“ არ წააგო. კვირის პირველ დღეს „ბებერი სინიორა“ ბოლოს 1975 წლის მარტში, „ტორინოსთან“ დამარცხდა. ცნობისთვის, ორშაბათს გამართული ბოლო 3 თამაში „იუვენტუსმა“ ერთი და იგივე ანგარიშით, 2:0 მოიგო.

 

უდინეზე-იუვენტუსი 0:2 (0:2)

უდინე, “ფრიული

უდინეზე (3-2-3-1-1): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა, იებდა (მურიელი 70), ალანი, პერეირა, გაბრიელი, ფერნანდესი, დი ნატალე (ლოპესი 79).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ოგბონა, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი (ისლა 75), პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე (ოსვალდო 85), ჯოვინკო (ვუჩინიჩი 82).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 ჯოვინკო (16), 0:2 ლიორენტე (26).

გაფრთხილებები: ორტო 60 - ბონუჩი 18 (სათადარიგო), ოგბონა 54, ლიხტშტაინერი 75.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 8 (1)-11 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-1, ჯარიმა: 11-15.

0.159079