ფეხბურთი

23:09 | 6.08.2014 | ნანახია 1168 - ჯერ

"იუვენტუსმა" ისლა ქპრ-ში გაანათხოვრა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი მაურისიო ისლა, მომდევნო სეზონს პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ქუინზ პარკ რეინჯერსში", ერთწლიანი განათხოვრების წესით ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქპრ-ს მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ამ ტრანსფერით გახარებულია. თავად ისლამ განაცხადა, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში უდიდესი ჩემპიონატია და ლონდონში ყოფნით თავს ბედნიერად გრძნობს.

გასულ სეზონში ჩილელმა ნახევარმცველმა ტურინელთა მაისურით მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მაურისიო ისლა "ბიანკონერი" 2012 წლის ზაფხულში გახდა და ორი სეზონის განმავლობაში 47 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:26 | 07.08.2014
deqstera_best_7 (1964)

--------ჟულიო სეზარი--------
ტრაორე-დანი-ფერდინანდი-ისლა(კოლკერი(კარდიფი)-ონუა-ჰილი-სიმპსონი)

უკანა ხაზი ნორმალურია აი ნახევარდაცვა თავდასხმაში ჭირდებათ გაძლიერება!! ტაარბატი-მატჩი-ბარტონი-ჯენასი-შონ რაიტ ფილიფსი-ზამორა-რემი-ჰოილეტი თითქმის ყველას არაუშავს მაგრამ გუნდის შემკვრელი უნდათ!!

11:56 | 07.08.2014
ბაჭია (922)

საქუინპარკედ და თან ატენდით ცოდოა ისლა ... რომელიმე იტალიურ კლუბში უნდა ბ წასულიყო რომელიც ევროტურნირზე იქნება - მუნდიალზე კარგად ირჯებოდა

11:43 | 07.08.2014
RMA FANS (3925)

მემგონი დატოვებენ მანდ სულ

10:07 | 07.08.2014
Alex1212 (310)

იუვენტუსში აღარ დააბრუნონ და გინდაც აჩუქონ ვინმეს

06:15 | 07.08.2014
giorosonero (5080)

ამ ზაფხულს გამოისყიდეს ეს :დ მგონი 15 მილიონზე მეტი დაჯდა :დ ვაბშე რატო გამოისყიდეს თუ ანათხოვრებდნენ :დ

01:18 | 07.08.2014
დიტო (14812)

ქპრ პრემიერლიგის ჩემპიონია

01:18 | 07.08.2014
დიტო (14812)

წელს

0.126286