ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მილანის “ინტერს” ნახევარმცველ მაურისიო ისლას ტრანსფერის თხოვნაზე უარით უპასუხა.
25 წლის ჩილელი “ბებერ ქალბატონში” გასული სეზონის დაწყებამდე “უდინეზედან” გადავიდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვა. “ბიანკონერის” დირექტორმა ბეპე მაროტამ La Gazzetta dello Sport-თან საუბარში უარის მიზეზები განმარტა.
“დიახ, ეს სიმართლეა, “ინტერს” მართლაც სურდა ისლას შეძენა. მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხედით, რათა მილანელთა წინადადება განგვეხილა. მას შემდეგ, რაც კონსულტაციები მთავარ მწვრთნელთან გავიარეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ “ინტერისთვის” უარი უნდა გვეთქვა. ამ ზაფხულში ისლა არ გაიყიდება”, - განაცხადა მაროტამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ive exla inters gaadzlierebs rogor pikrobt
macarii gdzinavs shechema?:d icardi gishvelit martooo? cota motxove mag jibe gapxekil moratis puli .. moratim magrad daikida gundi iseee miiigo nanatri liga da daikida
სტორარიც მაგარია მარა არ ათამაშებენ
ეს მაგარი მოთამასშა და არ ათამაშებენ
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
აბ ატამაშეთ მაშინ