ფეხბურთი

16:40 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” იოვეტიჩისთვის წინადადება მოამზადა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე ფლორენციის “ფიორენტინას” შემტევი სტევან იოვეტიჩი იქნება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჩერნოგორიელის სანაცვლოდ, “ბებერი სინიორა” 18 მილიონ ევროსა და ორ ფეხბურთელს ჩადის.

რამდენადაც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი მაურისიო ისლა იქნება. რაც შეეხება მე-2 ფეხბურთელს, ფლორენციელებმა არჩევანი სებასტიან ჯოვინკოს, ალესანდრო მატრისა და ფაბიო კვალიარელას შორის უნდა გააკეთონ. იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტსა და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა უკვე შედგა და წარმატებითაც წარიმართა.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის 31 მატჩში, იოვეტიჩმა 13 გოლი მიითვალა და “ფიორენტინას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

0.132154