ფეხბურთი

13:37 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” დროგბა უარყო

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ კოტდივუარელი თავდამსხმელის დიდი დროგბას მიწვევის ფაქტი უარყო.

“დროგბა თავისუფალი აგენტია და შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ამ ვარიანტს არ განვიხილავთ” - იუწყება იტალიური პრესა მაროტას სიტყვებს.

აფრიკელ ფეხბურთელს “გალათასარაისთან” კონტრაქტი ამა წლის ივნისში უმთავრდება და ის თურქულ კლუბში კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს.

დროგბა, რომელიც ამჟამად 35 წლისაა, სტამბოლურ კლუბში 2012-2014 წლებში თამაშობდა და 53 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

0.113949