ტურინულ დერბიში „იუვენტუსის“ მშრალად მოგება უკვე ტრადიციადაა ქცეული. „ტორინომ“ თანაქალაქელებს გოლი ბოლოს 2002 წლის თებერვალში გაუტანა. მას შემდეგ, გუნდებს შორის ჩატარებული 9 თამაშიდან ერთი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 8 „ბებერ სინიორას“ მშრალად ჰქონდა მოგებული. ეს ტრადიცია არც რიგით 142-ე ტურინულ დერბიში დარღვეულა.
პირველი ტურის მატჩის მსგავსად, „იუვენტუსმა“ მეტოქეს ამჯერადაც ერთი გოლი აკმარა. პადელის კარი კარლოს ტევესმა აიღო. არგენტინელმა თავდამსხმელმა, 30-ე წუთზე, ასამოას გადაცემა მიიღო, შემოტრიალდა და საჯარიმოს გარედან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
ტევესს, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 14 გოლი დაუგროვდა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, ბოლოს, ამაზე უკეთესი შედეგი 2007-08 წლების სეზონში ჰქონდა. 6 წლის წინათ, ალესანდრო დელ პიერომ 21, ხოლო დევიდ ტრეზეგემ 20 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში პირველად, კარი მშრალად ზედიზედ 2 თამაშში შეინახა „მილანმა“. კლარენს ზეედორფის გუნდი „სამპდორიას“ ეწვია და შინ 3 ქულით დაბრუნდა.
მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ, „მილანმა“, სერია A-ს მატჩის პირველ ტაიმში გოლი მეორედ გაიტანა და თავი ამჯერადაც „როსონერიში“ ზამთარში გადაბარგებულმა ადელ ტაარაბტმა გამოიჩინა. მაროკოელმა ნახევარმცველმა, მე-12 წუთზე, ადილ რამის ჩაწოდება გამოიყენა. 58-ე წუთზე, საჯარიმოში უკვე ტაარაბტმა ჩააწოდა, ხოლო რამიმ თავით ზუსტად დაარტყა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაქსი ლოპესმა, მსაჯთან კამათისთვის, 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
კვლავ უჭირს მე-2 მილანურ გუნდს. ბოლო 2 თამაშის მოგების შემდეგ, „ინტერმა“ „კალიარისთან“ ქულები საკუთარ კედლებში დაკარგა. სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა გუნდმა ანგარიში მე-40 წუთზე, პინილიას ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნა. მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც „ინტერის“ პორტუგალიელმა მცველმა, როლანდომ იკარდის გადაცემა გამოიყენა და გუნდს ქულა მოუტანა.
ბოლოადგილოსან „სასუოლოსთან“ საკუთარ კედლებში გაუჭირდა „ლაციოს“. რომაელებმა პირველი ტაიმი რადუს შესანიშნავი შორეული დარტყმით მოიგეს. 72-ე წუთზე, ანგარიში სერჯიო ფლოკარიმ გაათანაბრა, რომელიც იანვარში, „სასუოლოში“ სწორედ „ლაციოდან“ გადავიდა. ორ წუთში, კლოზემ მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ 79-ე წუთზე ანგარიში კვლავ საყაიმო იყო. „ლაციოს“ კარში გოლი, კარგი საჯარიმო დარტყმით, ანტონიო ფლორო ფლორესმა გაიტანა. დედაქალაქელებს 3 ქულა კანდრევამ მოუტანა, რომელმაც რადუს ფლანგურ გადაცემას ზუსტი თავური მოაყოლა.
9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „კიევომ“. „მფრინავმა ვირებმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „კატანიას“ უმასპინძლეს და მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს.
ლივორნო-ვერონა 2:3 (0:3)
ლივორნო, “არმანდო პიჩი” 10000
ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა, რინაუდო (ჯემიტი 61), კასტელინი (ბელფოდილი 46), მბაიე (მოსკერა 90+1), გრეკო, დუნკანი, მესბა, ემერსონი, პაულინიო, ემეგარა.
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი, რომულო (დონატი 84), დონადელი, მარკინიო, იტურბე (სალა 79), ტონი, იანკოვიჩი (ტალები 84).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 0:1 იანკოვიჩი (33), 0:2 რომულო (43), 0:3 ტონი (45+1), 1:3 პაულინიო (72), 2:3 გრეკო (73).
გაფრთხილებები: ემერსონი 40, ჯემიტი 70, გრეკო 74, კოდა 90+3 - ტონი 55, სალა 82.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 21 (4)-16 (7), კუთხური: 6-8, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 19-13.
უდინეზე-ატალანტა 1:1 (0:1)
უდინე, “კომუნალე ფრიული” 13000
უდინეზე (3-4-1-2): სკუფეტი, ნალდო (ფერნანდესი 32), დანილო, დომიცი, ვიდმერი, ბადუ (იებდა 88), ალანი, პინცი, ბასტა, დი ნატალე, მურიელი (ლოპესი 57).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი, ბრივიო, რაიმონდი (ესტიგარიბია 81), კარმონა, ბაზელი (ჩიგარინი 70), ბონავენტურა, მორალესი (დე ლუკა 62), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 0:1 ბრივიო (24), 1:1 დი ნატალე (71).
გაფრთხილებები: დომიცი 27, ფერნანდესი 33 - რაიმონდი 49, სტენდარდო 71.
მსაჯი: მარკო დი ბელო.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (6)-8 (4), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-5, ჯარიმა: 15-17.
ინტერი-კალიარი 1:1 (0:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 48000
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, როლანდო, სამუელი, ჟუანი, ჟონათანი, გუარინი, კუზმანოვიჩი (ბოტა 78), ნაგატომო, ალვარესი (კოვაჩიჩი 66), პალასიო, მილიტო (იკარდი 46).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, დესენა, როსეტინი, ასტორი, აველარი, ეკდალი, კოსუ (პერიკო 78), ვეჩინო, ტავარესი (ერიკსონი 57), პინილია (ნენე 71), იბარბო.
მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.
გოლები: 0:1 პინილია (40, პენ), 1:1 როლანდო (51).
გაფრთხილებები: ჟუანი 6 - დესენა 25, ვეჩინო 85, ეკდალი 86, იბარბო 90+4.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 15 (5)-6 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-4, ჯარიმა: 10-15.
კიევო-კატანია 2:0 (1:0)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000
კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, დრამე, რიგონი (რადოვანოვიჩი 80), გუანა (ბერნარდინი 73), გუარენტე, ჰეტემაი, პალოსკი, ტერო (სტოიანი 54).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი, პერუცი, ბელუსკი, სპოლი, ალვარესი, ისკო, ლოდი, რინაუდო (პლაზილი 64), კეკო (ფედატო 61), ბერგესიო, კასტრო (ბოატენგი 71).
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
გოლები: 1:0 ტერო (37, პენ), 2:0 რიგონი (68).
გაფრთხილებები: ფრეი 34, გუანა 45, სეზარი 69, რიგონი 69 - რინაუდო 23, ალვარესი 37, ბერგესიო 57, ლოდი 85.
გაძევება: სარდო 42 („კიევოს“ სათადარიგო).
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 13 (6)-12 (5), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-4, ჯარიმა: 21-16.
სამპდორია-მილანი 0:2 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 22000
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, ფორნასიე, მუსტაფი, რეჯინი, კოსტა, პალომბო, ობიანგი (ლოპესი 56), გაბიადინი, კრსტიჩიჩი (რენანი 81), ვსზოლეკი (სორიანო 46), ედერი.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
მილანი (4-2-3-1): ამელაი, აბატე, ძაკარდო, რამი, კონსტანტი (ემანუელსონი 76), მონტოლივო, მუნტარი (ესიენი 64), ჰონდა, საპონარა (პოლი 57), ტაარაბტი, პაცინი.
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
გოლები: 0:1 ტაარაბტი (12), 0:2 რამი (58).
გაფრთხილებები: მუსტაფი 32, პალომბო 42, კოსტა 60, ლოპესი 72, გაბიადინი 74 - კონსტანტი 24, მუნტარი 63, ჰონდა 77.
გაძევება: ლოპესი 72.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 7 (2)-14 (8), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-2, ჯარიმა: 12-12.
იუვენტუსი-ტორინო 1:0 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 40292
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 74), პოგბა, ასამოა, ტევესი (ოსვალდო 90+1), ლიორენტე (პადოინი 88).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ტორინო (3-1-4-2): პადელი, ბოვო (მეჯორინი 81), გლიკი, მორეტი, ვივესი, დარმიანი, კურტიჩი (ბაშა 90+3), ელ კადური (ფარნერუდი 85), პასკუალე, ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლი: 1:0 ტევესი (30).
გაფრთხილებები: ვიდალი 13, ბონუჩი 63 - პასკუალე 25, ელ კადური 80.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 15 (6)-15 (3), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 10-12.
ლაციო-სასუოლო 3:2 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო”
ლაციო (4-3-2-1): ბერიშა, კონკო, ბიავა, დიასი (სიანი 56), რადუ, გონსალესი (ონაზი 90+4), ლედესმა, ლულიჩი, კანდრევა, მაური (ბილია 65), კლოზე.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
სასუოლო (3-1-4-2): პეგოლო, მენდესი, კანავარო, არიაუდო, ბიონდინი, როზი, ჩიბსა (ციგლერი 46/ფლორო 75), მანიანელი, ლონგი, ფლოკარი, ძაძა (ბერარდი 61).
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.
გოლები: 1:0 რადუ (37), 1:1 ფლოკარი (72), 2:1 კლოზე (74), 2:2 ფლორო (79), 3:2 კანდრევა (83).
გაფრთხილებები: რადუ 26 - მანიანელი 3, როზი 26, ძაძა 45+2.
მსაჯი: პიერო ჯაკომელი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (4)-7 (4), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 16-10.





