„იუვენტუსი“ სერია A-ს 36-ე ტურის მატჩს 2013-14 წლების გათამაშების ჩემპიონის რანგში შეხვდა. „ატალანტასთან“ გამართული თამაშის წინა დღეს, „რომამ“ „კატანიასთან“ წააგო და ანტონიო კონტეს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
სატურნირო მოტივაციის არარსებობის მიუხედავად, „ბებერმა ქალბატონმა“ სერია A-ში ზედიზედ მე-5 თამაში მაინც მოიგო. ტურინელებმა 3 ქულის ასაღებად ერთ გოლი იკმარეს, რაც მიმდინარე გათამაშებაში მეათედ მოხდა. ეს ერთადერთი გოლი „ატალანტას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმონე პადოინმა 72-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა.
დრამატული გამოდგა დღის მე-2 მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ლაციო“ და „ვერონა“ დაუპირისპირდნენ. რომაულმა გუნდმა დაწინაურება 2-ჯერ მოახერხა მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვისას წინ სტუმრები იყვნენ, ხოლო მასპინძლები 10 კაცით თამაშობდნენ. მე-2 დამატებულ წუთზე, შეცვლაზე შესულმა კლოზემ გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა, რომელიც მაურიმ ცუდად კი დაარტყა, მაგრამ დამატებაზე მანვე ივარგა და ქულების გამყოფი გოლი გაიტანა.
ლაციო-ვერონა 3:3 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო” 32000
ლაციო (4-3-3): ბერიშა, კონკო, ბიავა (კლოზე 73), კანა (გონსალესი 82), რადუ, ლედესმა, ბილია, ლულიჩი, კანდრევა (ანდერსონი 81), მაური, კეიტა.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, პილუდი, მორასი, სალა (ტალები 81), ალბერტაცი, მარკესი, დონადელი (სირილიანო 66), ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი, მარკინიო (რომულო 66).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 1:0 კეიტა (30), 1:1 მარკინიო (37), 2:1 ლულიჩი (60), 2:2 იტურბე (69), 2:3 რომულო (83), 3:3 მაური (90+3).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მაური 90+3.
გაფრთხილებები: რადუ 18 - იტურბე 43, ალბერტაცი 50, დონადელი 58, მარკინიო 62, რაფაელი 76, ჰალფრედსონი 90.
გაძევებები: ლულიჩი 86 - ალბერტაცი 90+2.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16 (6)-18 (6), კუთხური: 9-7, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 18-19.
იუვენტუსი-ატალანტა 1:0 (0:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
იუვენტუსი (3-4-1-2): სტორარი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, ლიხტშტაინერი (პეპე 85), პადოინი, მარკიზიო, პელუზო, პოგბა, ოსვალდო (ტევესი 65), ჯოვინკო (კვალიარელა 46).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ატალანტა (4-4-2): კონსილი, ბელინი, ლუჩინი (ბენალუანი 46), იეპესი (ნიკა 77), ბრივიო, რაიმონდი (ესტიგარიბია 64), ბაზელი, კარმონა, ბონავენტურა, მორალესი, დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლი: 1:0 პადოინი (72).
გაფრთხილება: ესტიგარიბია 71.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 19 (4)-9 (2), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 17-11.