ფეხბურთი

17:35 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ალეგრი დაადასტურა

მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია. “ბებერმა სინიორამ” ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

15 ივლისს, ტურინელთა ყოფილი დამრიგებლის, ანტონიო კონტესა და კლუბის გზები გაიყარა. იტალიურ პრესაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუვეს” “მილანის” ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნიდა, დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მასიმილიანო ალეგრის სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს იწყება. მას “ალიანეზეში”, “სპალ რეალში”, “გროსეტოში”, “სასუოლოში”, “კალიარისა” და “მილანში” უმუშავია. 2014 წლის იანვარში, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ალეგრი “მილანიდან” დაითხოვეს.

0.116599