ფეხბურთი

1:32 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსისა“ და „რომას“ მორიგი 3-3 ქულა

სერია A-ს გასულ გათამაშებაში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდებიან. როგორც „იუვენტუსმა“, ასევე „რომამ“ მე-2 ტურის თამაშიც მოიგო. ტურინელებმა „უდინეზე“ შინ უქულოდ გაუშვეს, ხოლო „რომამ“ ლევან მჭედლიძის „ემპოლის“ სძლია.

მასიმილიანო ალეგრის, „იუვენტუს სთედიუმზე“ პირველი თამაში კარლოს ტევესმა და კლაუდიო მარკიზიომ მოაგებინეს. არგენტინელმა, მე-8 წუთზე, ლიხტშტაინერის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა გამოიყენა და საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე ტევესმა უკვე ასისტენტობა იტვირთა. მისი გადაცემის შემდეგ, მარკიზიომ საჯარიმოს წინა ხაზიდან ახლო კუთხეში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა თავდამსხმელს, ალვარო მორატას. მას გატანაც შეეძლო, მაგრამ ესპანელმა შემტევმა მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ იხეირა.

პირველი ტურის მსგავსად, კვლავ „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძეს, რომელმაც, ამჯერად, სრულად ითამაშა. ქართველ თავდამსხმელს მეტოქე გუნდის მეკარე არ შეუწუხებია, მაგრამ ის არც უქმად ყოფილა. მჭედლიძემ 4 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, რაც თამაშში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 წარმატებული დრიბლინგია. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არავის ჰქონდა.

ემპოლიში გამართული თამაშის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გავიდა. ნაინგოლანის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს, შემდეგ კი მეკარეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

 

ემპოლი-რომა 0:1 (0:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი

ემპოლი (4-3-3): სეპე, ლაურინი, რუგანი, ტონელი, ჰისაი, ვალდიფიორი, კროკე (ზილინსკი 80), ვერდი (პუჩიარელი 63), ტავანო, ვეჩინო (მორო 62), მჭედლიძე.

მწვრთნელი: მაურიციო სარი.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, მანოლასი, კასტანი (ასტორი 46), კოული, პიანიჩი (კეიტა 68), დე როსი, ნაინგოლანი, ლიაიჩი (ჟერვინიო 82), დესტრო, ფლორენცი.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლი: 0:1 სეპე (45+1).

გაფრთხილება: დე როსი 67.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 17 (3)-5 (2), კუთხური: 8-0, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 4-10.

 

იუვენტუსი-უდინეზე 2:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, ოგბონა, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პოგბა, ევრა, პერეირა (პადოინი 85), ტევესი (კომანი 82), ლიორენტე (მორატა 89).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

უდინეზე (3-4-1-2): კარნეზისი, ბუბნიჩი, დანილო, ვიდმერი, ორტო, ალანი, გილერმე (პინცი 73), პასკუალე, კონე (ტერო 81), მურიელი (ფერნანდესი 46), დი ნატალე.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

გოლები: 1:0 ტევესი (8), 2:0 მარკიზიო (75).

გაფრთხილება: პასკუალე 40.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 18 (7)-9 (1), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 12-14.

0.149517