ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე, ხუან მანუელ მატა იქნება – იუწყება Tuttosport-ი.
მართალია ჯერ საკმაოდ შორია ზამთრის ტრანსფერებამდე, თუმცა “იუვენტუსი” აქედანვე აპირებს იმ ფეხბურთელთა მონიშვნას, რომელთაც კლუბის გაძლიერება შეუძლიათ. მატას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 35 მილიონი გირვანქაა.
ესპანელი გასულ ზამთარს შეუერთდა “მანჩესტერს” და 18 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი