ტურინში ”იუვენტუსის“ სახელობის ბარის ნახვა აბა ვის გაუკვირდება? მთელს ევროპაში ხომ კლუბის ლოგოტიპებითა და სხვა სიმბოლოებით დამშვენებული ბარები კონკრეტული კლუბების მშობლიურ ქალაქებში, მეტად ჩვეული და ბუნებრივი ამბავია.
თუმცა, საქმე ისაა, რომ ”ბებერი ქალბატონის” ბარი იტალიის დედაქალაქ რომში გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ რომს ორი ცნობილი და პოპულარული კლუბი ჰყავს, როგორც ბარის მენეჯერი, ჯუზეპე მუსალტა ამბობს, მათ დაწესებულებას კლიენტურა არ აკლია.
რომში გახსნილი ”იუვენტუსის” ბარი სხვა ასეთი ტიპის დაწესებულებებისგან იმით განსხვავდება, რომ თუკი ბარში შესულმა ადამიანმა ”იუვეს” 11 ფეხბურთელი ჩამოთვალა, მისთვის სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება და სხვადასხვა გემრიელობების დაგემოვნება თითქმის ნახევარ ფასად შეეძლება. კარგად იციან ამ იტალიელებმა რეკლამა...