ფეხბურთი

14:28 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ვიდიჩის ტრანსფერისთვის ემზადება

ტურინის “იუვენტუსი”, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, “მანჩესტერ იუნაიტედისგან” მცველ ნემანია ვიდიჩის ყიდვას აპირებს. football Italia-ს ცნობით, იტალიელები მზად არიან, ბრიტანელებს სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9,5 მილიონი ევრო  გადაუხადონ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუვენტუსი” მომავალ ზაფხულამდე მოიცდიდა და შემდეგ ვიდიჩს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ნახევარი სეზონით ადრე უჯობთ სასურველი მცველის ხელში ჩაგდება.

ნემანია ვიდიჩმა პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. 


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115625