ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” რობინ ვან პერსის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინგლისური და იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
ტურინელებს ჰოლანდიელის შეძენა დიდი ხანია სურთ და ტრანსფერის გაჩარხვის მორიგი მცდელობა ამ ზაფხულს ექნებათ. არაა გამორიცხული, “ოლდ ტრაფორდიდან” დევიდ მოიესის აბარგების შემდეგ, რობინ ვან პერსიმ, დენი უელბეკმა და შინჯი კაგავამ “მანჩესტერის” დატოვება გადაიფიქრონ.
შეგახსენებთ, რომ ტურინელები ვან პერსის ყიდვას 2012 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ ლონდონის “არსენალის” ყოფილმა კაპიტანმა “მანჩესტერში” გადასვლა არჩია.