ფეხბურთი

19:48 | 3.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ვან გაალს ეპატიჟება

ტურინის “იუვენტუსში” რომ ლუიჯი დელ ნერის დიდხანს არ დაედგომება, ეს უფრო და უფრო ცხადი ხდება. Tuttosport-ზე დაყრდნობით, Football Italia ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც, დღეს, ანდრეა ანიელიმ დაადასტურა, რომ დელ ნერის “იუვენტუსში” მუშაობის გაგრძელება გარანტირებული არ აქვს. ივარაუდება, რომ იტალიელი სპეციალისტი “ბებერ სინიორას” სეზონის ბოლოს დატოვებს, თუ მანამდე  გაძლო და არ დარჩა უმუშევარი. Tuttosport-ის ცნობით, ტურინელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ვან გაალის მიწვევა სურთ.
საქმეები კარგად არც ვან გაალის მიერ გაწვრთნილ “ბაიერნს” მისდის და გამორიცხული არაა, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან გამომშვიდობება ისურვოს. მართალია, “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მას შიდა ასპარეზზე გასაჩემპიონებლად შანსები ფაქტობრივად აღარ შერჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09315