ფეხბურთი

12:11 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” სანჩესს არ ეშვება

კატალონიის “ბარსელონა” თავდამსხმელ ალექსის სანჩესს 34 მილიონ გირვანქად აფასებს და ლონდონის “არსენალი” ამ თანხის გადახდაზე თანახმაა, მაგრამ საქმეში ტურინის “იუვენტუსი” ერთვება. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.

კატალონიელები ტურინელთაგან უფრო მომგებიან წინადადებას ელიან. საქმე მარტივადაა – ვინც მეტს გადაიხდის, სანჩესიც მას დარჩება. თავად ფეხბურთელი კონკრეტულ პოზიციას, ჯერჯერობით, არ აფიქსირებს.

აღსანიშნავია, რომ სანჩესის ხილვა მილანის “ინტერს”, “ლივერპულს”, “მანჩესტერ იუნაიტედს” და კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.

 

0.121963