ფეხბურთი

19:46 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” – “რეალი” ჰოვარდ ვებს ანდეს

ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” მატჩს ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ ვები განსჯის. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

მოგეხსენებათ, ამ კლუბებს შორის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი ერთგვარად სკანდალური გამოდგა და მთავარი არბიტრის მიმართ მრავალი შენიშვნა გაჩნდა. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩის წინ, მსაჯის შერჩევის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

ცნობისათვის, “იუვენტუსი” “რეალს” სამშაბათს უმასპინძლებს.

 

0.115302