ტურინის “იუვენტუსი” პოლ პოგბას შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. იტალიური პრესის ცნობით, “ბებერი სინიორა” 20 წლის ფრანგს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ახალგაზრდა შუახაზელი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს. რამდენადაც ცნობილია, “პარი სენ-ჟერმენი” პოგბას სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფრანგმა 20 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე პასია.