ტურინის “იუვენტუსი” თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის – პოლ პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ “ბებერი სინიორას” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განუცხადა ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ პაოლო ბალდინის.
“თუკი სარფიანი წინადადებით მოგვმართავენ, არა მგონია, პოგბას შენარჩუნება მოვახერხოთ”, - განაცხადა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი შუახაზელი ტურინში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადაბარგდა და “იუვენტუსში” თავი მალევე დაიმკვიდრა.