დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსი” და 34 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლო ახალ კონტრაქტზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
ვეტერან შუახაზელს ტურინელებთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. “ბებერ სინიორას” ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას კალენდარული წლის ბოლოს გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ტურინში დარჩენა თავად პირლოსაც სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში პრობლემა არ უნდა იყოს.