ტურინის “იუვენტუსის” თავკაცმა ანტონიო კონტემ, მიუნხენის “ბაიერნთან” საპასუხო მატჩის წინ, თავისი გუნდი თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე ავარჯიშა. Football Italia-ს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა აარჩია 7 ფეხბურთელი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მივლენ პენალტის ნიშნულთან.
თუკი საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივა, “ბებერი სინიორას” მხრიდან დარტყმას ითავებენ მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, ანდრეა პირლო, კლაუდი მარკიზიო, პოლ პოგბა, ანდრეა ბარცალი და ლეონარდო ბონუჩი.
შეგახსენებთ, რომ ტურინელები მიუნხენში 0:2 დამარცხდნენ. საპასუხო მატჩში, კონტეს გუნდს დისკვალიფიცირებული არტურო ვიდალი და ტრავმირებული სებასტიან ჯოვინკო ვერ დაეხმარებიან. “იუვენტუსი” “ბაიერნს” ოთხშაბათს უმასპინძლებს.