ტურინის “იუვენტუსი” გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ამის შესახებ აპენინური მედიასაშუალებები იუწყებიან.
41 წლის იტალიელს “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. ტურინელებს სურთ, რომ კონტე 2018 წლამდე შეინარჩუნონ. მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უახლოეს დღეებში მიუსხდებიან.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, კონტეს წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.