ფეხბურთი

12:56 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” იბრაჰიმოვიჩსა და ვერატის უმიზნებს

 

ტურინის “იუვენტუსს” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელების – ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო ვერატის გადაბირება სურს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

“ბებერი სინიორა” მზადაა, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ, პარიზელებს ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაუთმოს და გარკვეული თანხაც დაამატოს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინელები შვედი ფორვარდის აგენტ მინო რაიოლასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რამდენიმე კვირის წინათ, პსჟ-ს თავკაცმა კარლო ანჩელოტიმაც განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩის “იუვენტუსში” დაბრუნების ალბათობა დიდია.

ამ ეტაპზე, ტურინელთა მთავარი პრობლემა შვედის ხელფასია. პარიზში, თავდამსხმელი წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს.

0.799438