ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერის” შუახაზელის – ფრედი გუარინის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
იანვარში, ტურინელები კოლუმბიელთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გარკვეულმა საკითხებმა ტრანსფერი ჩაშალა და ნახევარმცველიც “ნერაძურიში” დარჩა. ზაფხულში, “იუვენტუსი” გუარინის ტრანსფერის გაჩარხვას ახალი ძალებით გეგმავს.
სავარაუდოდ, გუარინის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” “ინტერს” მაურისიო ისლას, ლუკა მარონეს ან მანოლო გაბიადინის შესთავაზებს და გარკვეულ თანხასაც დაამატებს.