ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ “ბოლონიას” თავდამსხმელს ალესანდრო დიამანტის მაინც გადაიბირებს. დიამანტიმ ახლახან დამთავრებულ კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მის სანაცვლოდ, “ბებერი ქალბატონი,” შესაძლოა, “ატომურ ჭიანჭველას” - სებასტიან ჯოვინკოსაც კი შეელიოს – გვამცნობს Corriere dello Sport.
“იუვე” ბოლონიელებს 7 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა გამყიდველი მხარე 10 მილიონს ითხოვს.