ტურინის “იუვენტუსი” ნახევარმცველ პოლ პოგბასთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდება. “ლიბეროს” ცნობით, მხარეები წლიურ ხელფასსა და ხელშეკრულების 2017 წლამდე გახანგრძლივებაზე მორიგდნენ, მაგრამ პრობლემა ფრანგის გამოსასყიდი თანხაა.
მოგეხსენებათ, 21 წლის შუახაზელის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს. პოგბას “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, პოგბამ “იუვენტუსის” მაისური 26 მატჩში მოირგო და 6 გოლი მიითვალა.