“იუვენტუსის” შვეიცარიელმა მარჯვენა მცველმა, სტეფან ლიხტშტაინერმა, შესაძლოა, ტურინული გუნდი დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.
ლიხტშტაინერს “იუვენტუსთან” ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. იტალიური პრესის ცნობით, ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს, მაგრამ ფეხბურთელის ხელფასზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ამის გამო, ლიხტშტაინერის “იუვენტუსიდან” წასვლა გამორიცხული არაა.
ლიხტშტაინერი “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.