ფეხბურთი

10:55 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ჩაბი ალონსოს კონტრაქტის ამოწურვას ელის

ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” შუახაზელის – ჩაბი ალონსოს გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. AS-ის ცნობით, საქმე ისაა, რომ იტალიელებს 31 წლის ესპანელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ.

მოგეხსენებათ, ალონსოსა და “რეალს” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და დიდი ალბათობით, მხარეები ვერ მორიგდებიან. თუკი ასე მოხდება, მომდევნო ზაფხულს, ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ამ შემთხვევაში, საქმეში “იუვენტუსი” ჩაერთვება და ალონსოს კონტრაქტს შესთავზებს.

რამდენადაც ცნობილია, ტურინელები ალონსოს ვეტერანი ანდრეა პირლოს შემცვლელად განიხილავენ.

 

0.120519