ტურინის “იუვენტუსის” ხელმღვანელობა გუნდისთვის მეტად საჭირო ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებას გეგმავს. აპენინური პრესის ცნობით, “ბებერ სინიორას” რამდენიმე მოთამაშისთვის განახლებული კონტრაქტები უკვე მომზადბეული აქვს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტურინელებს ანდრეა პირლოსა და პოლ პოგბას შენარჩუნება სურთ. გარდა ამისა, “იუვენტუსი” კონტრაქტის გახანგრძლივებას მარკო სტორარის, ანდრეა ბარცალის, ჯორჯო კიელინისა და სტეფან ლიხშტაინერს შესთავაზებს.
ფაბიო კვალიარელას, სებასტიან ჯოვინკოს, კლაუდიო მარკიზიოსა და მირკო ვუჩინიჩის ბედი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.