იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შეძენითაა დაინტერესებული.
სანჩესი “ბარსელონაში” 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. თავდაპირველად, მან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ნელ-ნელა, ჩილელმა თამაშს უკლო და მიმდინარე სეზონში, ის საკმაოდ ცუდ ფორმაშია.
2011 წელს, კატალონიელებმა სანჩესში 26 მილიონი ევრო გადაიხადეს სატრანსფერო თანხის 11.5 მილიონი ევროთი გაზრდის პერსპექტივით. Tuttosport-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა, ჩილელი თავდამსხმელის იტალიაში დასაბრუნებლად 18 მილიონ ევროს შეელიოს.