ტურინის “იუვენტუსმა” სპორტული ეკიპირების გერმანულ ბრენდ adidas-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
იტალიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, შეთანხმება ძალაში ორი წლის შემდეგ (2015/2016 წლების სეზონიდან) შევა და ექვს წელიწადზეა გათვლილი. თანხა, რომელსაც ტურინელები ამ კონტრაქტის თანახმად მიიღებენ, 139,5 მილიონი ევროა.
გარდა ამისა, ახალი ტექნიკური სპონსორი ვალდებული იქნება, რომ adidas-ის ფორმით “ბებერი ქალბატონის” ყველა ასაკობრივი გუნდი შემოსოს. 2015 წლის 30 ივნისამდე “იუვენტუსის” ტექნიკურ სპონსორად Nike დარჩება.