ფეხბურთი

2:12 | 6.01.2014 | ნანახია 3351 - ჯერ

„იუვემ“ „რომა“ კვლავ არ დაინდო და წაუგებელი მხოლოდ „ბაიერნი“ დატოვა

მას შემდეგ, რაც „იუვენტუსის“ ახალი საშინაო არენა გაიხსნა, ტურინელებმა „რომას“ მეოთხედ უმასპინძლეს და წინა 3 შემთხვევის მსგავსად, „ბებერმა სინიორამ“ ამჯერადაც გამანადგურებელი სხვაობით მოიგო. არადა, დედაქალაქელთა წაუგებელი სერიისა და პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, „ჯალოროსის“ განადგურება მოსალოდნელი არ იყო.

პირველი ნახევარი „იუვენტუსმა“ მოიგო, მაგრამ შესვენებამდე გუნდებმა თანაბარი ფეხბურთი აჩვენეს.  ტაიმის ერთადერთი გოლი ვიდალმა გაიტანა, რომელმაც ტევესის კარგი გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან იხეირა. ჩილელმა ნახევარმცველმა „რომას“ კარში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. ის ყველაზე მეტად რომაულ გუნდებს ერჩის - 26 წლის ფეხბურთელს „ლაციოს“ კარშიც 4-ჯერ გაუტანია.

თამაშის განახლებიდან სამ წუთში, პირლომ საჯარიმოში ჩააწოდა და შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბონუჩიმ მასპინძლებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

„რომა“ ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო, ხოლო 75-ედან 77-ე წუთამდე მონაკვეთი რუდი გარსიას გუნდისთვის კოშმარული გამოდგა. ჯერ, კიელინისთან უხეშად თამაშის გამო, მოედნიდან დე როსი გააძევეს, ხოლო ორ წუთში, მის გზას ლეანდრო კასტანიც გაუყენეს, რომელმაც საკუთარი კარის ხაზზე ბურთზე ხელით განზრახ ითამაშა. ბრაზილიელი მცველის მიერ წესების დარღვევას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მირკო ვუჩინიჩმა ზუსტად შეასრულა და სეზონის სტარტზე 17-მატჩიანი წაუგებელი სერია „ჯალოროსიმ“ ტურინში განადგურებით დაასრულა. ამ თამაშის შემდეგ, ევროპის წამყვან 10 ჩემპიონატში წაუგებელი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნი“ დარჩა.

წელი მოგებით დაიწყო „ფიორენტინამ“, რომელმაც ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვა. ფლორენციელებმა „ლივორნოს“ უმასპინძლეს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს ერთი ბურთი აკმარეს. ეს გოლი გონსალო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ბორხა ვალეროს მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაჰკრა.

 

კიევო-კალიარი 0:0

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 5000

კიევო (3-1-4-1): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რიგონი, სარდო (სესტუ 57), ბენტივოლიო (რადოვანოვიჩი 82), ჰეტემაი, დრამე, ტერო, პელისიე (პალოსკი 69).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ვერონა (4-3-1-2): ადანი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, ეკდალი (დესენა 77), კონტი, ნაინგოლანი, კოსუ (კაბრერა 73), პინილია, საუ (იბარბო 63).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: პინილია 66.

გაფრთხილებები: სეზარი 65, რიგონი 68, პალოსკი 73 - კონტი 34, ასტორი 70.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 1 (0)-6 (1), კუთხური: 1-1, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-0, ჯარიმა: 23-18.

 

ფიორენტინა-ლივორნო 1:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 29000

ფიორენტინა (3-4-1-2): ნეტო, რონკალია, როდრიგესი, სავიჩი, კუადრადო, პისარო, ვალერო (ამბროზინი 81), აკვილანი, ვარგასი, ილიჩიჩი (ხოაკინი 62), როსი (რიდერი 72).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ლივორნო (3-4-2-1): ბარდი, ვალენტინი, რინაუდო, ჩეკერინი (ემეგარა 84), სკატარელა, ბენასი (სილიგარდი 90), ბიაჯანტი (დუნკანი 90+2), მბაიე, ლუცი, გრეკო, პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

გოლი: 1:0 როდრიგესი (66).

გაფრთხილებები: ილიჩიჩი 21, აკვილანი 36, კუადრადო 54, როდრიგესი 81 - ვალენტინი 41, პაულინიო 45, რინაუდო 69, ლუცი 76, სკატარელა 85.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 19 (7)-8 (3), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 12-19.

 

იუვენტუსი-რომა 3:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79), პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 60), ლიორენტე (კვალიარელა 81).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55), პიანიჩი (დესტრო 55), დე როსი, სტროოტმანი, ჟერვინიო, ტოტი (ფლორენცი 72), ლიაიჩი.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ბონუჩი (48), 3:0 ვუჩინიჩი (77, პენ).

გაფრთხილებები: ტევესი 33, კიელინი 34, ბარძალი 87 - ჟერვინიო 37, ლიაიჩი 83.

გაძევებები: დე როსი 75, კასტანი 77.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13 (5)-8 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-5, სეივი: 4-2, ჯარიმა: 15-15.


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:32 | 06.01.2014
juventino77 (3115)

ო, რა უდროო დროს ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა, მარადიული ქალაქის წითელ-ყვითელა გუნდის ვეზუვის (იკითხება 'იუვეს') ფერფლში (იკითხება 'გოლებში') შთანთქმა ))

და მაინც რა ტკბილია დამახრჩობელი შურისძიების წყურვილის მოკვლა ვით დაჭრილი ირმების ჯოგს წყარო ანკარა

ეს გოლები განსაკუთრებით ეძღვნება იმ ხალხს ვინც სულ რაღაც 2 წლის უკან იმას გვეუბნებოდნენ დიდი ხანია სერია B-დან გადმოხვედითო. საბრალონი. მეტი ვერაფერი ნახეს კბილის გასაკრავი...და ახლა იქეთ არიან კბილგაკრულნი და საერთოდ 'გაკრულნი' ამ სიტყვის ბევრნაირი ვარიაციით. კი ბატონო, ახალი 'გადმოსულები' ვართ, მაგრამ წაღმა-უკუღმა გატრიალებთ თქვენც და სხვებსაც სერიAლში და მოდი 'ჭრილობაზე მარილს მოვაყრი'და უფრო მეტსაც გეტყვით: კიდევ რამოდემე წელი მოგიწევთ მსგავსი სანახაობის ყურება/ატანა, ეს როგორც მინიმუმ. რომას ქომაგები მადლობელნი უნდა იყვნენ რომ გაძევებების შემდეგ, იუვემ ბურთის კონტროლი დაიწყო და 'პედალს ფეხი აუშვა', თორემ გამოვიდა დღეს 'გაძეტა', 'ტუტოსრპორტი' ან სხვა ავტორიტარული იტალიური სპორტული გამოცემა კიდევ უფრო სამარცხვინო სათაურებით (ჯერ არ მინახავს, თუმცა მგონია რომ საკმაოდ მძიმე შეფასებებს მიცემდნენ 'რომას' უსახურ თამაშს)

Ciao a tutti!

Fino a la fine! Forza Juve!

16:49 | 06.01.2014
franchesco (248)

არა რაა ეს კოპენჰაგენი და გალატასარააი რა ცუდად მახსენდება რაა ააუ რაა რატომ ხარ გალა ესეტი ბოროტი რატომ ?რატომ ჩატოვე იუვე ასეთ უსუსტეს ჯგუფში

18:03 | 06.01.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ხო და მაგ სუსტ ჯგუფში ჩარჩენილმა იუვემ გაღუნა გუშინ რომა DDDD როდის იყო ლიგაზე ბოლოს რომა ტოტისაც აღარ ახსოვს უკვე და სანატრელი აქვთ რომაელებს ლიგაზე თამაში

15:47 | 06.01.2014
ME_MIYVARS_FEXBURTI (4)

MAINC SAWYENIA BEBERI QALBATONI JGUFSHI RO CHARCHA SAERTOD CHIRTS ES ITALIELEBS NAKREBIC MASEA BOLO TAMASHAMDE GAURKVEVELIA GAVLEN TU ARA JGUFIDAN AN SXVIS SHEDEGZE ARIAN DAMOKIDEBULEBI

15:44 | 06.01.2014
ME_MIYVARS_FEXBURTI (4)

MAXSIMUS-juveZ1 SERIA A MASHIN DAMTAVRDA YVELA KAI FEXBURTELI RO JUVEM WAIYVANA SXVA ITALIUR GUNDEBIDAN DA IMIS MERE MIDIS ERTGUNDA CHEMPIONATI

15:16 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

ჩემპიონები იქნებით აბა რა იქნებით გუნდი არაა რომელმაც შეიძლება წინაღმდეგობა გაგიწიოთ

15:02 | 06.01.2014
NGoLo KaNte (36472)

ეჰ რომა))

14:06 | 06.01.2014
pupone10 (1042)

ზუსტად ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა. იუვეს გამარჯვებას არ ვგულისხმობ. ზოგიერთი ვაი გულშემატკივარი ამა თუ იმ გუნდის, ფაქტიურად არ უყურებს არცერთ თამაშს, მეორე დღეს გაიღვიძებს, რომელიმე ანგარიშების საიტს ესტუმრება და თუ საკუთარი გუნდის წარმატებას დაინახავს შემოვარდება აქ და აყეფდება. მე გუშინვე დავაფიქსირე ჩემი აზრი ამ თამაშთან დაკავშირებით და ვთქვი რომ იუვემ აჯობა რომას და დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ზოგს მაგ დროს ეძინა უკვე, ჯერაც არ გაუღვიძია ყველას და საღამოს უფრო მეტი ბალეშიკი გამოჩნდება. ეს მარტო იუვენტუსს არ ეხება ასე არის ძალიან ხშირ შემთხვევაში. თითქმის ყველას გონია რომ სხვაზე ბევრად მაგრად ესმის ფეხბურთი. გუშინ ერთმა კაცმა მოიგო თამაში და ეს იყო კონტე. საწყენია ჩემპიონთა ლიგაზე რო არ აგრძელებს ასპარეზობას.

13:24 | 06.01.2014
ME_MIYVARS_FEXBURTI (4)

JER RA CHEMPIONEBI XART ? GALA CHAMOGRCHEBAT 1 QULIT :d

13:02 | 06.01.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ჩვენ ჩემპიონები ვართ! დამთავრდა სერია A!

15:15 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

ხოოოო

13:01 | 06.01.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ჩვენ ჩემპიონები ვართ! დამთავრდა სერია A!

12:43 | 06.01.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ჩვენ ჩემპიონები ვართ! დამთავრდა სერია A!

12:48 | 06.01.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ეგრეა

12:40 | 06.01.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

3 სკუდეტო ზედიზედ!

12:28 | 06.01.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

კარგით რა მართლა. მსაჯებს როგორ უნდა დააბრალოთ ეს ყველაფერი? იუვემ აჯობა უფრო ძლიერია და მოიგო!

12:04 | 06.01.2014
super (8) (1364)

რომას ფანებმა საერთოდ რატო უნდა ილაპარაკონ როცა ივენტუს ეთამაშებიან,,,,და პახოდუ მსაჯობაზე ლაპარაკობენ ივენტუს რაცარუნდა გუნდი ყავდეს ხოო როგორც მოუნდება ისე მოუგებს რომას,,,,,,

11:35 | 06.01.2014
Lucas B. (1294)

დაიჩაგრა რომა

11:18 | 06.01.2014
bombora-bax (367)

სამარცხვინო ჩემპიონატი გახდა და მეტი არაფერი ორი ლიდერი და ბურთი კარში არ დაურტყავს წესიერად ჯაგაჯუგი უაზრო ბორიალი გენიალური მსაჯი 2 წითელი ბარათი და ასე შემდეგ ვიფიქრე ფეხბურთს ვიხილავ და ვნახე სრული სიდებილე,იტალიურ ფეხბურთს მომავალი აქვს ნამდვილად სასაცილო ამბავი

10:49 | 06.01.2014
franchesco (248)

აქ ვარ აქ მე არ ვიმალები არსაად პროსტაა როდემდე უნდა აძლიონ იუვეს მსაჯებმა ერთი ადგილი როდემდეე??ჯერ ერთი ვიდალის გოლი თამაშგარე იყო მთელი ტანით წინ იყო,მერე მეორე დეროსი თუ გასაგდები იყო კიელინი არ იყო ზუსტად იგივე გააკეთა კიელინიმაც პიანიჩი რომ მოჩეხაა გაშლილი ორივე ფეხით კაით რა თუ სამართლიანი მსაჯობაა მაშინ დეროსი თუ იყო გასაგდები კიელინიც უნდა გაეგდოთ და არავინ იცი მერე რა მოხდებოდაა,მსააჯეების ყოველთვის იუვეს მხარეს არიან სუულ 4 კაცი დაგვიტოვეს და მოიგებდა აბა რა იქნებოდაა

18:33 | 06.01.2014
juvedelpiero (55)

კარგი რა ჩემოძმაო.სად იყო ვიდალი თამაშგარეში პასის მომენტში არ გამაგიჟო.იუვე რომ ძლიერი გუნდი არაა მეც ვიცი.ძლიერი გუნდები სახლში მაინც უგებენ გალათასარაის და კოპენჰაგენს. თავდასხმა ჩვენ არ გვყავს და ასამოა გვყავს.მარა გუშინ მოგიგეთ რა. უბრალოდ მთლიანი თამაში ნახე და რომას შანსი ქონდა თუ არა გუშინ მერე ნახავ ))

11:02 | 06.01.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ხო მსაჯმა მოაგებინა აფსაიტიც იყო, გასაგდებიც იყო,პენალიც აარ იყო და 4 ბურთი არ ჩაუთვალეს რომას.ეგრე იყო ზუსტად ეგ არის მიზეზი რომ რომამ წააგო სხვა არაფერი.აჯობა იუვემ დაახია ბურთი თავზე და ეგ არის მიზეზზი მეტი არაფერი უბრალოდ რომაზე ბევრად ძლიერია იუვე და მორჩა რა.სწორი თქვა კონტემ, ტოტი და დეროსი რომ იბრიქებოდნენ რომას მოედანზე გავცემთ პასუხსო და პასუხის გაცემაცაა და გალახვაც ეგ, რაც იუვემ გაუკეთა რომას ნაცემი ძაღლებივით გაუშვეს უკან.4 კაცით რომ რომა დარჩა ეგ იუვეს დრალი არ არის ხელბურთს რომ თამაშობ კარის ხაზზე ეგ გასაგდებია და მორჩა,თან სანამ კაცებს გაუგდებდნენ 2-0 იყო და რომას სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობოდა ასე რომ მეგობარო იუვემ ჩესნად მოიგო

10:51 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

ვიდალი თამაშგარე ნაღდად არ ყოფილა ძმა )))

10:27 | 06.01.2014
zeoni_654 (48)

სად არიან რომას გულშემატკივრებიიი. ასე რომ რომას ფანებოო, ჯერ გადახტით და მერე დაიძახეთ ოპა.

10:21 | 06.01.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ზებრებმა მგლები შეჭამესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

15:04 | 06.01.2014
NGoLo KaNte (36472)

))) ეგრეა

10:18 | 06.01.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ბრავო იუვე მშვენიერი იყო გუშინ.კარგად ასიამოვნეს რომელები Dდ

10:02 | 06.01.2014
juvedelpiero (55)

სასიამოვნოა როდესაც შენი გუნდი იგებს.მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გაფარჩაკების მერე რაღაცნაირად ისე არ მიხარია როგორც ადრე.სერია ა დაბალი დონის ჩემპიონატია ეხლა.მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ისევ ისეთი გახდება როგორიც იყო

08:02 | 06.01.2014
mushni (93569)

იუვე კაია

07:59 | 06.01.2014
mushni (93569)

იასნია ადმინ....მწვერვალი პატრონისაა....ბაიერნი

04:28 | 06.01.2014
the mentalist (22583)

საGოლ იუვეს მაგარი ვიცოდი რომ მოიგებდა

03:23 | 06.01.2014
kacichamia (5093)

ჩელსის დღევანდელი მიმოხილვის ლინკი იქნებ დამიგდოთ

03:35 | 06.01.2014
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

stripslashes((strlen('http://www.tvgolo.com/match-showfull-1388932977---40')>0?'http://www.tvgolo.com/match-showfull-1388932977---40':'http://www.tvgolo.com/match-showfull-1388932977---40'))

03:36 | 06.01.2014
kacichamia (5093)

სპს

08:00 | 06.01.2014
mushni (93569)

DDD

02:49 | 06.01.2014
დროგბა (16450)

სერია ას ძალიან დიდი რეგრესი აქვს ნელნელა სუსტდება მალე ლიგა1 გაუსწრებს საფრანგეთის თუარ ჯობია კიდე 3 გუნდი კიარა მაქსიმუმ 2 უნდა გადიოდეს ლიგაზე

03:21 | 06.01.2014
Belgium's Golden Generation (2133)

წამოდგება სერია ა..

08:00 | 06.01.2014
mushni (93569)

კუბოდან?? DDD

10:08 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

ჰოოოოოო

03:19 | 06.01.2014
GOODFORLEJJ (12932)

უეჭველი

02:41 | 06.01.2014
Belgium's Golden Generation (2133)

კაროჩე რა. მაგრად ვფიქრობდი იუვეს მოგებას.. რომა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

02:31 | 06.01.2014
ReNნee (9225)

ვერა და ვერ აღდგა რომის დიდება )

15:03 | 06.01.2014
NGoLo KaNte (36472)

))

02:31 | 06.01.2014
tigana (1894)

მოვიგეთ კონტე... გაგიჭირდებოდათ როსის ტრამვამ გატეხა, მგონი ისევ მყესები გაიწყვიტაო... ალბათ მსოფლიოზეც დაგვაკლდება...

02:25 | 06.01.2014
111111 (5084)

საღOL იიუვეს მალადეც უკვე ჩემპიონები არიან ჩემი აზრით

15:03 | 06.01.2014
NGoLo KaNte (36472)

+1

02:26 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

აისნა აბა რა არიან მაგათ მაინც ვერავინ უგებს დაD

02:24 | 06.01.2014
Marco888 (52)

ბრავო იუვეს!!!

08:01 | 06.01.2014
mushni (93569)

Dხოტბა

02:18 | 06.01.2014
El Capitano 7 (35967)

გილოცავთ იუვეს ფანებს დამსახურებულ მოგებას მართლაც და სკუდეტოსაც უკვე რაღაა მოიგო უკვე ცუდია მხოლოდ ის რო გუნდი არააა სერია აში რომელიც იუვეს წინააღმდეგობას გაუწევს მსაჯს კიდე რაც შეეხება შეეძლო არა გაეგდო დე როსი და ის იმენა წითელი იყო პენალტზე

0.22178