ფეხბურთი

2:02 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იუვე“ „ნაპოლის“ შორდება და სკუდეტოს უახლოვდება

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ „იუვენტუსი“ ზედიზედ მე-2 სკუდეტოს ხელიდან არ გაუშვებს. „კატანიასთან“ მოგებისა და „ნაპოლის“ ვერონაში წაგების შემდეგ, ტურინელებმა ნეაპოლელებთან სხვაობა 9 ქულამდე გაზარდეს და ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ 10 ტურში, ვალტერ მაცარის შეგირდებმა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრან.

მიმდინარე გათამაშებაში მესამედ მოხდა, რომ „იუვენტუსმა“ 3 ქულა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. ცნობისთვის, არცერთ სხვა გუნდს, დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით ერთზე მეტჯერ არ მოუგია.

ტურინელთათვის გამარჯვების მომტანი დარტყმის ავტორი შეცვლაზე შესული ემანუელე ჯაკერინია. „იუვეს“ ნახევარმცველმა, პირველ დამატებულ წუთზე, 6 მეტრიდან დარტყმით გაიტანა.

28-ე ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ უმთავრესი საზრუნავი არა პირველი ადგილისთვის ბრძოლა, არამედ მე-2 პოზიციის შენარჩუნებაა და ვინ იცის, შესაძლოა, ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც მოუხდეთ.

ზედიზედ 4 ფრის შემდეგ, „ნაპოლიმ“ „კიევოსთან“ წააგო. ვერონელებმა სტუმრებს 2 გოლი პირველივე ტაიმში გაუტანეს. მე-12 წუთზე, დაახლოებით 35 მეტრიდან დარტყმით, დრამემ ეფექტური ბურთი გაიტანა. ტაიმის მიწურულს, ფრეის კარგი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა ტერომ შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მე-3 ადგილს უფრო და უფრო შორდება „ლაციო“, რომელმაც უშუალო კონკურენტ „ფიორენტინასთან“ წააგო და ფლორენციელებს გადასწრების საშუალება მისცა. იოვეტიჩისა და ლიაიჩის გოლების წყალობით, „ფიორემ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ფლორენციელები მე-4 ადგილზე გადასვლას „ინტერს“ უნდა უმადლოდნენ. „ინტერი“ „ბოლონიას“ მასპინძლობდა და მიუხედავად სტუმართა კარგ ფორმაში ყოფნისა, ფავორიტებად მაინც მილანელები მიიჩნეოდნენ. თუმცა, 57-ე წუთზე, დიეგო პერესის გადაცემის შემდეგ, თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ჯილარდინომ მეტოქის კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა და „ბოლონიას“ ზედიზედ მე-3 თამაში მოაგებინა.

4 ფრეს წაგება მოაყოლა გასავარდნ ზონაში მყოფმა „პალერმომ“. სიცილიელებს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდათ. ისინი უმაღლესში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „სიენას“ მასპინძლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანსელმოს ზუსტი დარტყმით, გასპერინის შეგირდებმა პირველი ტაიმი მოიგეს, შესვენების შემდეგ, „სიენამ“ 2-ჯერ გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ორმა ფეხბურთელმა მოახერხა თავის ჰეთ-თრიქით გამოჩენა. „სამპდორიასთან“ გამართულ მატჩში, იბარბომ „კალიარის“ 3:1 მოაგებინა, ხოლო „პარმასა“ და „ტორინოს“ შორის 4:1 დასრლებულ შეხვედრაში თავი 3-ჯერ ამაურიმ გამოიჩინა.

 

ატალანტა-პესკარა 2:1 (1:1) 

ბერგამო, “ატლეტი აძური 20000

ატალანტა (4-4-2): კონსილი, რაიმონდი, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო, ჯორჯი (ბრიენცა 62), რადოვანოვიჩი (კაცოლა 77), ბიონდინი, ბონავენტურა, ლივაია (დე ლუკა 71), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

პესკარა (4-3-3): პელიცოლი, ძანონი, კლორდრუპი (არსე 72), კოშიჩი, ბოკეტი, ბლაზი, დ’აგოსტინო (ტონი 46), კასკიონე, სკული, ვუკუსიჩი, ვაისი (ჩელიქი 62).

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.

გოლები: 0:1 დ’აგოსტინო (24), 1:1 დენისი (34, პენ), 2:1 დენისი (67).

გაფრთხილებები: ბიონდინი 30, სტენდარდო 40, ბონავენტურა 73, დე ლუკა 83 - დ’აგოსტინო 39, სკული 90+4.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7 (3)-3 (1), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-1, ჯარიმა: 15-20.

 

იუვენტუსი-კატანია 1:0 (0:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი 38000

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა (ჯაკერინი 75), ვუჩინიჩი (კვალიარელა 76), ჯოვინკო (მატრი 66).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

კატანია (3-5-2): ანდუხარი, ალვარესი, სპოლი (როლინი 85), ბელუსკი, ისკო, ბიაჯანტი (სალიფუ 81), ლოდი, ალმირონი, მარკეზე, კასტრო, გომესი (კანი 83).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლი: 1:0 ჯაკერინი (90+1).

გაფრთხილებები: ჯაკერინი 89 - გომესი 41, ბიაჯანტი 63, სპოლი 65.

მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14 (6)-4 (1), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 16-22.

 

კიევო-ნაპოლი 2:0 (2:0)

ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი 10000

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი, ანდრეოლი, დაინელი, სეზარი, დრამე (იოკიჩი 73), კოფიე, რიგონი, ჰეტემაი, ტერო (ლუსიანო 57), პალოსკი (პელისიე 82).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანიარო, როლანდო, გამბერინი (ჯემაილი 46), მაჯო, ბეჰრამი, ინლერი (არმერო 57), ზუნიგა (პანდევი 63), ჰამშიკი, ინსინიე, კავანი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 1:0 დრამე (12), 2:0 ტერო (43).

59-ე წუთზე, კავანიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: ანდრეოლი 39, დაინელი 58 - ჯემაილი 54.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 9 (5)-12 (4), კუთხური: 3-13, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 19-14.

 

კალიარი-სამპდორია 3:1 (1:0)

კალიარი, “ის არენასი

კალიარი (4-3-1-2): აგაცი (ავრამოვი 46), პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა, ნაინგოლანი, ეკდალი, კოსუ (კაბრერა 73), იბარბო (პინილია 75), რიბეირო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

სამპდორია (3-5-2): რომერო, როსინი, პალომბო, კოშტა, დე სილვესტრი, პოლი, მარესკა (მუნარი 55), ობიანგი, ესტიგარიბია (სორიანო 55), ედერი, იკარდი (ლოპესი 64).

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 1:0 იბარბო (18), 2:0 იბარბო (52), 3:0 იბარბო (72), 3:1 ლოპესი (90, პენ).

გაფრთხილებები: ნაინგოლანი 12 - ობიანგი 13.

გაძევება: როსეტინი 90.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9 (6)-3 (3), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 20-14.

 

პალერმო-სიენა 1:2 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა 17000

პალერმო (3-4-1-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, გარსია, ანსელმო (ნელსონი 46), არევალო რიოსი, კურტიჩი, დოსენა (ფაბრინი 69), ფორმიკა, ბოზელი, მიკოლი (ილიჩიჩი 57).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

სიენა (3-4-3): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი (პაცი 78), ფელიპე, ანჯელო, კალელო, დელა როკა, რუბინი, როზინა (ბოლძონი 84), ემეგარა, სესტუ (რეჯინალდო 62).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

გოლები: 1:0 ანსელმო (44), 1:1 ემეგარა (51), 1:2 როზინა (72, პენ).

გაფრთხილებები: ფონ ბერგენი 16, ბოზელი 50, ილიჩიჩი 87, გარსია 90+1 - ფელიპე 15, კალელო 53, ტეიშეირა 78.

მსაჯი: ანდრეა რომეო.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (6)-7 (4), კუთხური: 10-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-1, ჯარიმა: 13-16.

 

პარმა-ტორინო 4:1 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი 14000

პარმა (3-5-2): მირანტე, ბენალუანე, პალეტა, ლუკარელი, როზი (სანსონე 71), მარკიონი, ვალდესი (მესბა 46), პაროლო, გობი, ბიაბიანი (პალადინო 56), ამაური.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ტორინო (4-4-2): ჟილე, დ’ამბროზიო, გლიკი, ოგბონა (როდრიგესი 78), მასიელო, ბირსა (ბარეტო 81), ბრიგი, გაცი, ვივესი, ბიანკი, სანტანა (სტევანოვიჩი 69).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 0:1 სანტანა (56), 1:1 ამაური (77), 2:1 სანსონე (80), 3:1 ამაური (84), 4:1 ამაური (90+1).

გაფრთხილებები: ამაური 40, ბენალუანე 64.

მსაჯი: მაურიციო მარიანი.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 17 (9)-10 (3), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 16-6.

 

ინტერი-ბოლონია 0:1 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა 47000

ინტერი (4-3-3): კარიზო, ძანეტი, რანოკია, ჟეზუსი, პერეირა, გარგანო, გუარინი, სტანკოვიჩი (კოვაჩიჩი 55), სკელოტო (კამბიასო 65), პალასიო, ბენასი (კასანო 46).

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, სორენსენი (ნალდო 46), მორლეო, პერესი (გუარენტე 78), ტაიდერი, ხრისტოდულოპულოსი, დიამანტი, გაბიადინი, ჯილარდინო (კრინი 61).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

გოლი: 0:1 ჯილარდინო (57).

გაფრთხილებები: სტანკოვიჩი 40, ჟეზუსი 70 - გაბიადინი 17, ნალდო 85.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 9 (5)-9 (3), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-10.

 

ლაციო-ფიორენტინა 0:2 (0:1)

რომი, “ოლიმპიკო 30000

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, პერეირინია, დიასი, კანა, რადუ, ლედესმა (მაური 69), ედერსონი (კოზაკი 46), გონსალესი, ერნანესი (ონაზი 57), ლულიჩი, ფლოკარი.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, მილიაჩო, პისარო, ვალერო (სისოკო 88), კუარდადო (რომულო 86), იოვეტიჩი, ლიაიჩი (ლამა 67).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 0:1 იოვეტიჩი (20), 0:2 ლიაიჩი (50).

გაფრთხილებები: ერნანესი 51, დიასი 64, გონსალესი 69, კანა 75 - რომულო 89.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (7)-7 (4), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-7, ჯარიმა: 19-9.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 15, პაცინი („მილანი“) – 13, იოვეტიჩი („ფიორენტინა“), ლამელა („რომა“) – 12, ოსვალდო („რომა“), საუ („კალიარი“), დენისი („ატალანტა“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 11, კლოზე ("ლაციო"), ტოტი („რომა“) – 10.

 

შემდეგი ტური

16 მარტი

კატანია-უდინეზე; ბოლონია-იუვენტუსი.

17 მარტი

სიენა-კალიარი; ნაპოლი-ატალანტა; პესკარა-კიევო; ფიორენტინა-ჯენოა; სამპდორია-ინტერი; ტორინო-ლაციო; მილანი-პალერმო; რომა-პარმა.

0.139096