ფეხბურთი

15:48 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” მენეზთან მოლაპარაკებას ზამთარში დაიწყებს

“პარი სენ-ჟერმენის” ფლანგის ნახევარმცველ ჟერემი მენეზით ტურინის “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა დაინტერესდა. ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს. 26 წლის ფეხბურთელს 2014 წლის ზაფხულში ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და იტალიელებმა შეიძლება ხელში უფასოდ ჩაიგდონ. “იუვე” სასურველ ნახევარმცველთან აქტიურ მოლაპარაკებას ზამთარში დაიწყებს.

ჟერემი მენეზმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი თითო გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.121791