ფეხბურთი

17:50 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” ისლას “უდინეზეში” აბრუნებს

ტურინის “იუვენტუსი” ნახევარმცველ მაურისიო ისლას სატრანსფერო უფლებებს სრულად არ გამოისყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჩილელი ისევ “უდინეზეში” დაბრუნდება. თუტტოცჰამპიონს.იტ-ის ცნობით, “ბებერმა სინიორამ” გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის შეცვლას აღარ გეგმავს.

ჯერჯერობით, “უდინეზეს” პოზიცია, უცნობია. არაა გამორიცხული, “ფრიულის” ბინადრებმა 24 წლის ისლა ტრანსფერზე დააყენონ, მით უფრო, რომ ჩილელის ხილვით რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ისლა “იუვენტუსს” ზაფხულში შეუერთდა.

 

0.115032