დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი “მანჩესტერ იუნაიტედის” გაძღოლას არ აპირებს.
ბრიტანული პრესა გერმანელ სპეციალისტს მანჩესტერულ კლუბში დევიდ მოიესის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ ეს ჭორები კლოპმა გააქარწყლა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” დიადი კლუბია და მისი გულშემატკივრები ჩემთვის ახლობლები არიან. თუმცა, “ბორუსიასთან” და მის ქომაგებთან ჩემი კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია” – იუწყება კლოპის სიტყვებს გამოცემა The Guardian-ი.