ფეხბურთი

13:17 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი შედეგით კმაყოფილია

 

დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოკრძალებულ განცხადებას ავრცელებს და "ლევერკუზენთან" ნაჩვენებ შედეგს (2:2) დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ მისი გუნდი გერმანიის თასის ფინალისთვის სათანადო ფორმაშია.

"ლევერკუზენთან" აღებული ქულა წარმატებულადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუ ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც "ბაიერთან" პირველ ტაიმში, შეგვიძლია დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ. ჩემი გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და თასის მოგება შეუძლია." _ განაცხადა კლოპმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

დორტმუნდის "ბორუსიას" ბუნდესლიგაში 32 მატჩის შემდეგ 65 ქულა აქვს და 19 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბაიერნს". დორტმუნდელები მიუნხენურ კლუბს გერმანიის თასის ფინალში 17 მაისს შეხვდებიან.

გიორგი ბალახაძე

0.140618