ფეხბურთი

16:52 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “ბიჭებმა საკუთარ თავს აჯობეს”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “მარსელის” საფრანგეთში 2:1 დამარცხებისა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკუთარი მოსაზრება უეფას ოფიციალურ საიტს გაანდო.

“საერთო ჯამში, დღეს ყველა ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით ასეთი კომპაქტური დაცვის მქონე გუნდის კართან. მაგრამ წარმოუდგენელია ის, რომ მათ რეალიზებას ვერ ვახდენდით. ორ ეპიზოდში ბურთის მხოლოდ ხაზიდან კარში შეგორება იყო საჭირო, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ ჩანდა, რობერტო ლევანდოვსკიმ ბურთი ცარიელ კარს ააცილა. მატჩის მიწურულს კევინ გროსკროიცის წარმოუდგენელი დარტყმა დაგვჭირდა, მაგრამ ახლა დიდებულ განწყობაზე ვარ.

მატჩის წინ უამრავ პრობლემას წავაწყდით, თავად თამაში კი, ძალიან რთული და დაძაბული გამოდგა. “მარსელი” დღეს საკუთარი ღირსებისთვის იბრძოდა. მათ არ ჰქონდათ რესურსი, მაგრამ გოლი მაინც გაიტანეს. რაღა თქმა უნდა, წარმატების იმედი ერთი წამითაც არ დაგვიკარგავს, რადგან მეტოქის საჯარიმოში ყოველ 30 წამში ვაღწევდით და ასეთ სიტუაციაში ბურთი აუცილებლად აღმოჩნდებოდა ბადეში. ბიჭები დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი იყვნენ და ბრწყინვალე სამუშაო გაწიეს. მათ საკუთარ თავს აჯობეს, რადგან უდიდეს წნეხს განიცდიდნენ” - განაცხადა კლოპმა.

მისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში, “დორტმუნდმა” ანგარიში ლევანდოვსკის დარტყმით მე-4 წუთზე გახსნა, მაგრამ 10 წუთში საპასუხო ბურთი მიიღო. გროსკროიცმა გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც “სიკვდილის ჯგუფში” სამ გუნდს 12-12 ქულა დაუგროვდა და “დორტმუნდმა” პირველი ადგილი ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115504