სხვა

17:09 | 6.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

იუნიორ და კადეტ მშვილდოსნებს შორის საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

“ლოკომოტივის” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მშვილდის ღია სასროლეთზე იუნიორ და კადეტ მშვილდოსანთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონ-პრიზიორები 41 მშვილდოსანს შორის გამოვლინდა. გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და თბილისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები გადაეცათ.
ჩემპოიონატს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა დაესწრო, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ეს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა მშვილდოსნებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. რაც მთავარია, სულ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს აჩვენებენ.
საქართველოს ქალთა ნაკრები საკმაოდ ძლიერია. გვსურს, კაცთა ნაკრებიც ძლიერი გვყავდეს და საამისოდ, ყვალაფერი კეთდება. მშვილდოსნებს ყველა პირობა აქვთ, რომ წარმატებები მოიპოვონ. ინვენტარის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ. ახალგაზრდა თაობა იმედს გვაძლევს, რომ გამარჯვებები მომავალშიც იქნება”.

 
საქართველოს იუნიორთა და კადეტთა ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
იუნიორები
ბიჭები
1. დავით ჭელიძე (თსუ. თბილისი)
2. ტარიელ ჭელიძე (ბათუმი)
3. ბექა შავერდაშვილი (სკა. თბილისი)
 
გოგონები
1. ნანა მახარაძე (ბათუმი)
2. თეონა ფარსენაძე (ბათუმი)
3. ქეთი აზნაურიძე (ბათუმი)
 
კადეტები
ბიჭები
1. სანდრო აზნაურიძე (ბათუმი)
2. გიორგი შავერდაშვილი (ბათუმი)
3. ზურაბ ქურხაშვილი (სკა. თბილისი)
 
გოგონები
1. ლალი ოდორაშვილი (სკა. თბილისი)
2. ინოლა ბერაძე (თსუ. თბილისი)
3. ანანო წიბლიაშვილი (თსუ. თბილისი)
 

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096293