“ვერონას” ნახევარმცველმა ხუან იტურბემ მორიგი დიდი კლუბის ყურადღება მიიპყრო. “სკაი სპორტ იტალიას” ინფორმაციით, 20 წლის არგენტინელის ხილვა კატალონიის “ბარსელონას” სურს.
მოგეხსენებათ, “ვერონამ” სამხრეთამერიკელის სატრანსფერო უფლებები “პორტუსგან” 15 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მის გადაყიდვას 25 მილიონად გემავს. იტალიელებს იტურბეს უახლოეს სატრანსფერო სეზონში გასხვისება გადაწყვეტილი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” გარდა, იტურბეს გადაბირება მადრიდის “რეალს”, “რომას” და “ნაპოლის” სურთ.