ფეხბურთი

23:15 | 4.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

იტურბე “პორტუში” არ დაბრუნდება

“პორტუდან” “ვერონაში” განათხოვრებული ახალგაზრდა არგენტინელი შემტევის, ხუან იტურბეს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი პორტუგალიურ კლუბში დაბრუნებას არ აპირებს.

“იტურბე “პორტუში” აღარ ითამაშებს. მას ამ გუნდში დაბრუნების სურვილი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, “ვერონა” ფეხბურთელის გასყიდვის უფლებას გამოიყენებს. ვერონელები ამაში ან დიდ კლუბს დაიხმარენ, ან საჭირო თანხას თავად გამონახავენ.

“რომა”? ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია, მაგრამ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ “რომა” ცუდი ვარიანტი იქნება.” – აცხადებს იტურბეს აგენტი გუსტავო მასკარდი.

მასკარდი ჟურნალისტებს FIFA-ს იმ წესზეც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს, ერთი სეზონის განმავლობაში, ორზე მეტი გუნდის შემადგენლობაში თამაში ეკრძალება: “მიმდინარე სეზონში, იტურბემ “პორტუშიც” ითამაშა და “ვერონაშიც”, ასე რომ, ის ვერონულ გუნდს იანვარში ვერ დატოვებს.”

გავრცელებული ინფორმაციით, სერია A-ს 13 თამაშში 4 გოლის გამტანი 20 წლის ფეხბურთელით “ნაპოლი” და “რომა” არიან დაინტერესებულნი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.064155