კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ალექსის სანჩესს ინგლისური “მანჩესტერ სიტიც” ეპატიჟება. Mirror-ი ცნობით, “ქალაქელები” ჩილელის სანაცვლოდ კატალონიელებს 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
მოგეხსენებათ, სანჩესს “ბარსელონაში” საქმეები არცთუ სასიკეთოდ მისდის და არასაკმარისი სათამაშო დროითაც უკმაყოფილოა. უკვე მეორე სეზონია, სამხრეთამერიკელმა კატალონიურ გრანდში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და არაა გამორიცხული, გარემოს შეცვლა თავადაც მოისურვოს.
აღსანიშნავია, რომ “სიტის” გარდა, “უდინეზეს” ყოფილ შემტევს “იუვენტუსი” და “ინტერიც” ეპატიჟებიან.