2013 წლის 18 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსსა” და რომის “ლაციოს” შორის იტალიის თასის ეგიდით გასამართ დაპირისპირებას იტალიის დედაქალაქი უმასპინძლებს.
აქამდე, სუპერთასის მასპინძელ ქალაქთან დაკავშირებით შეთანხმებას გუნდები ვერაფრით ახერხებდნენ. “ლაციოს” შეხვედრის პეკინში ჩატარება სურდა, ხოლო “იუვენტუსი” რომელიმე იტალიურ ქალაქში თამაშის მომხრე იყო. პეკინის, რომისა და ტურინის გარდა, განიხილებოდა ტორონტოსა და დუბაის ვარიანტები. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ სერია A-სა და ქვეყნის თასის გამარჯვებულთა დაპირისპირებას რომი უმასპინძლებს.
მიუხედავად თარიღზე და ადგილზე შეთანხმებისა, ყველა პრობლემა გადაწყვეტილი ჯერ მაინც არაა. კვლავ გაურკვეველია, როგორ გაინაწილებენ გუნდები თამაშიდან მიღებულ მოგებას. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ “იუვენტუსის” გულშემატკივრები თამაშისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ბილეთში ფულის გადახდა და “ლაციოს” პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს ბიუჯეტის შევსება არ სურთ.