იტალიის სერია A-ს პრეზიდენტმა მაურიციო ბერეტამ მომავალი სეზონისთვის ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის ვადები, ასევე ამ ორი უკანასკნელი გათამაშების ფინალების ჩატარების ადგილები დაასახელა.
ახალი სეზონი 2014 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 2015 წლის 31 მაისს დასრულდება. ცნობილი გახდა, რომ იტალიის სუპერთასი კვლავ ჩინეთში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი 2014 წლის 23 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.
“იუვენტუსისა” და “ლაციოს” დაპირისპირება გეგმის მიხედვით წელსაც პეკინში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” ამერიკული ტურნეს გამო ეს ვერ მოხერხდა და გუნდებმა სუპერთასი რომში გაითამაშეს.
რაც შეეხება იტალიის თასის ფინალს, ის 2015 წლის 7 ივნისსაა დანიშნული და თამაშს მილანი, “სან სირო” უმასპინძლებს.