ჟენევის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავს, რომელშიც იტალიის ნაკრების ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, მეხი დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. რეისი ჩარტერული იყო და ფლორენციიდან ჟენევაში მიფრინავდა, სადაც პარასკევს “სკუადრა აძურა” ამხანაგურ მატჩს გამართავს ბრაზილიელებთან.
Football Italia-ს ცნობით, ფეხბურთელები გაოგნებულები იყვნენ, თუმცა პერსონალს ისინი მალე დაუწყნარებია. მფრინავი რობერტო ანდოლფანტო ამტკიცებს, რომ სიტუაცია კონტოლს ექვემდებარებოდა.
“აძურას” მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კი განაცხადა: ცხადია, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, არ შეგვშინებიაო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამათ კიდე ბრაზილიასთან თამაშის წინ დაფეთება უნდოდათ.
ბალოტელი გაანეიტრალებდა მაგას. ძველი მეხამრიდია.
კიდევ კარგი გადარჩნენ. დღეს ზოგიერთის კომენტარმა გამაკვირვა, რატომ არ ამოიხოცნენო ხალხი ამბობდა. ვინც არ უნდა იყვნენ ადამიანთა დაღუპვამ როგორ უნდა გათქმევინოს ესეთი რამ ვერ ვხვდები. სპორტი სპორტია, არ ქომაგობ კარგი გასაგებია, მაგრამ ასეთი მიდგომა უბრალოდ არ მესმის.
იტალიის ნაკრების თვითმფრინავს მეხი დაეცა ... და ის ბუფონმა დაიჭირა!!!


