ფეხბურთი

21:10 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს სასტუმროს დატოვება აეკრძალათ

კონფედერაციის თასზე მყოფი იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელობამ ნაკრების ფეხბურთელებს სასტუმროს დატოვება აუკრძალა. რა თქმა უნდა, ეს ბრაზილიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული.

ცოტა ხნის წინათ, ჩეზარე პრანდელიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იტალიელები ტურნირის დატოვებას აპირებდნენ. თუმცა, “სკუადრა აძურას” ხელმძღვანელობამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მაინც გადაწყვიტა.

იტალიის ნაკრების დამრიგებელს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია მარიო ბალოტელისთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ფრაზაზე. პრანდელიმ განაცხადა, რომ ერთადერთი იტალიელი, რომელსაც სასტუმროს დატოვება შეუძლია, მარიო ბალოტელია. ამის მიზეზი მისი კანის ფერია. მოგვიანებით, “სკუადრა აძურას” თავკაცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვწუხვარ, რომ ბალოტელის კანის ფერს ხაზი გავუსვი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო."

0.125975