ფეხბურთი

18:32 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა ჟურნალისტებმა მესი დაივიწყეს

იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს 2013 წლის სიმბოლური ნაკრები “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის გარეშე დააკომპლექტა. ჟურნალისტებმა არჩევანი შემდეგ 11 ფეხბურთელზე შეაჩერეს:

მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”); მცველები: ფილიპ ლამი, დავიდ ალაბა (ორივე “ბაიერნი”), ნევენ სუბოტიჩი (დორტმუნდის “ბორუსია”), ტიაგუ სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”); ნახევარმცველები: ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდის “ბორუსია”), ედენ აზარი (“ჩელსი”); თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდის “ბორუსია”).

0.113904