ფეხბურთი

12:30 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტები ზეედორფის შემცვლელს ეძებენ

იტალიური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფას ევროპის ლიგის ჩემპიონ „სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ შეიძლება “მილანი” ჩაიბაროს, თუმცა ამ ტრანსფერის ალბათობის შესახებ ჯერ არც ერთი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

იტალიურ პრესაში “მილანის” სავარაუდო ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით აქტიურად რომ მსჯელობენ, ბოლო დროს დასახელებული (ასევე დაუსაბუთებელი)  ვარიანტების რიცხვიც ადასტურებს. კანდიდატთა შორის მოხვდნენ: ფილიპო ინძაგი, ვინჩენცო მონტელა, რობერტო დონადონი და მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი.

ამჟამად “მილანს” კლარენს ზეედორფი წვრთნის, რომლის ხელშიც გუნდმა სერია A-ში მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.

0.113051