ფეხბურთი

18:06 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელები თურქებს: მინდორი სპეციალურად გააფუჭეთ

იტალიურმა Gazzetta dello sport-მა დაწერა, რომ “გალათასარაი”-“იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მატჩი (1:0) ცუდ მოედანზე მხოლოდ უამინდობის გამო არ ჩატარებულა. გამოცემა თურქებს აბრალებს, “ალი სემი იენის” მინდორი სპეციალურად იყო გაფუჭებულიო.  საუბარია მინდვრის იმ ნახევარზე, სადაც მეორე ტაიმში “იუვენტუსი” უტევდა.  

როგორც იცით, წინა დღეს დიდთოვლობის გამო, შეხვედრა ოთხშაბათს გაგრძელდა 31-ე წუთიდან. ფოტოზე ჩანს, რომ მინდორი ერთ ნახევარზე შედარებით კარგადაა გაწმენდილი, მეორეზე კი – ცუდად.  ასე წერს იტალიური პრესა.

სხვათა შორის, იტალიელებმა გაიხსენეს, რომ ანალოგიური შემთხვევა შარშანაც მოხდა, როცა “გალა” რუმინულ “კლუჟს” მასპინძლობდა. მატჩი 1:1 დასრულდა. რუმინელები უკმაყოფილონი იყვნენ, მეორე ნახევარში ვერ შევუტიეთ, მეტოქის ნახევარზე მინდორი გაფუჭებული იყოო.    

 

0.117466