ფეხბურთი

19:26 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში, სერია A-ს გუნდების 18-მდე შემცირების ვარიანტს განიხილავენ

იტალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი მაურიციო პერეტა არ გამორიცხავს, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობა 18-მდე შემცირდეს.

“ეს საკითხი ძალიან დეტალურად უნდა განვიხილოთ. ნათელია, რომ თუ რაოდენობა შემცირდება, გუნდების გავარდნის ნაწილში რეგლამენტი უნდა შეიცვალოს. თუ უმაღლესი დივიზიონიდან ყოველწლიურად ერთი გუნდი გავარდება, ჩვენ NBA-ს სისტემას მივუახლოვდებით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შემოსავალი სტაბილური გახდება და ლიგის კომერციალიზაციაც შესაძლებელი იქნება.

თუმცა, სერია A-ს მიმზიდველობა არც ახლა აკლია. საკმარისია “იუვენტუსი”-“რომას” თამაშის მაგალითის გახსენება. ამ მატჩის ჩვენების უფლება 52-მა კომპანიამ შეიძინა და თამაში 200 ქვეყანაში აჩვენეს.” – განაცხადა ბერეტამ Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089229