2012-13 წლების სეზონში, იტალიაში, რიგით 81-ე საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც თავიდანვე გათამაშების ფავორიტად შერაცხულმა “იუვენტუსმა” მოიგო. ოფიციალური დათვლებით, ტურინელებმა პირველობა 29-ედ იზეიმეს, ხოლო “ბებერი სინიორას” გულშემატკივართა აზრით, ეს 31-ედ მოხდა. რომელ ვერსიასაც არ უნდა მივემხროთ, უცვლელია ის ფაქტი, რომ “იუვენტუსი” სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო გუნდის სტატუსს ინარჩუნებს. საერთო ჩათვლაში მეორე-მესამე ადგილებს “მილანი” და “ინტერი” ინაწილებენ, რომლებსაც ჩემპიონატი 18-18-ჯერ აქვთ მოგებული.
2011-12 წლების სეზონში, “იუვენტუსს” საჩემპიონო ბრძოლა “მილანმა” გაუმართა, მაგრამ იმის გამო, რომ “როსონერიმ” ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა გაყიდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდის საჩემპიონო შანსები საკმაოდ მცირე იყო. ეს სეზონის სტარტზევე დადასტურდა – მე-8 ტურის შემდეგ, მე-15 ადგილზე მყოფი “მილანი” ლიდერ “იუვენტუსს” 15 ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა, ალეგრის გუნდმა იბრაჰიმოვიჩისა და სილვას გარეშე თამაში ნელ-ნელა ისწავლა, რასაც ბალოტელის შეძენაც დაემატა და საბოლოოდ, “როსონერიმ” გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა.
2012-13 წლების სეზონში, იტალიურ ფეხბურთს ძლიერი ფეხბურთელები უფრო მოაკლდა, ვიდრე მოემატა. აპენინები ტიაგუ სილვამ, ეზეკიელ ლავესიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უესლი სნეიდერმა, პატუმ და მარკო ვერატიმ დატოვეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთაგან იტალიას მხოლოდ მარიო ბალოტელიმ მიშაურა, ისიც სეზონის მე-2 ნახევარში.
საერთო ჯამში, 2012-13 წლების სეზონში, იტალიურმა გუნდებმა 903 ფეხბურთელი გაუშვეს და 480.680.000 ევრო მიიღეს. დამატებულ ასევე 903 ფეხბურთელში გუნდებმა 500.095.000 ევრო დახარჯეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში, ტრანსფერებში, იტალიურმა გუნდებმა 19.415.000 ევრო იზარალეს. ეს იყო ზედიზედ მე-8 სეზონი, როდესაც იტალიურმა გუნდებმა ტრანსფერებში უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე თავად გამოიმუშავეს. თუმცა, ამ 8 სეზონში, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ზარალი 26 მილიონ ევროზე ნაკლები იყო.
ტრანსფერებით, ფინანსურად, ყველაზე მეტად “მილანმა” და “ჯენოამ” იხეირეს. პირველმა მათგანმა 35.8 მილიონის მოგება ნახა, ხოლო მეორემ – 34.7 მილიონის. ყველაზე მეტად “იუვენტუსმა” იზარალა. ტურინელებმა 30.6 მილიონით მეტი დახარჯეს, ვიდრე გამოიმუშავეს.
სერია A-ს მთელმა გათამაშებამ ისე ჩაიარა, რომ “იუვენტუსს” გულშემატკივრებისთვის ნერვიულობის საბაბი არ მიუცია. ტურინელები გათამაშებას მე-2 ტურიდან მოყოლებული უწყვეტად ლიდერობდნენ.
“იუვენტუსის” გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა “ნაპოლიმ”, რომელიც თითქმის მთელი გათამაშების დროს მე-2 ადგილზე იყო. ნეაპოლელებმა ტურნირი სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულეს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წინ გასამართი ფლეი ოფიდან ჩაერთვება “მილანი”, ხოლო ევროპის ლიგაზე “ფიორენტინა”, “უდინეზე” და “ლაციო” ითამაშებენ. ამ უკანასკნელმა, ევროტურნირის საგზური თასის ფინალში “რომას” დამარცხებით მოიპოვა.
სეზონის განმავლობაში, სერია B-ში გავარდნასთან ყველაზე ახლოს “პესკარა”, “სიენა”, “პალერმო” და “ჯენოა” იყვნენ. წინა სეზონის მსგავსად, გენუელებმა ახლაც ბოლოსკენ მოუმატეს და 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით, ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. შესაბამისად, დანარჩენმა სამმა გუნდმა სერია B-ს მიაშურა.
2012-13 წლების სეზონში, სერია A-ში ჩატარებულ 380 თამაშში 1003 გოლი გავიდა, რაც 21-ე საუკუნეში ტურნირის საუკეთესო შედეგია.
ყველაზე მეტი გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა. “ნაპოლის” ურუგვაელმა ვარსკვლავმა, 34 თამაშში, მეტოქეთა კარი 29-ჯერ აიღო. მე-2 ადგილზე გავიდა უბერებელი ანტონიო დი ნატალე, რომელმაც 32 შეხვედრაში 23-ჯერ გაიტანა.
ყველაზე დიდი ანგარიში 6:0 იყო. ეს ანგარიში 2-ჯერ დაფიქსირდა – “სამპდორიამ” “პესკარას”, ხოლო “ლაციომ” “ბოლონიას” სძლია. ორივე შემთხვევაში, მოგება მასპინძელმა გუნდმა მოახერხა. სტუმრად დიდი სხვაობით მოგებას რაც შეეხება – “იუვენტუსმა” “პესკარა” 6:1 გაანადგურა.
ყველაზე უხვგოლიანი თამაში “ტორინოსა” და “ნაპოლის” შორის გაიმართა. ტურინელებმა სტუმრებს 3-ჯერ კი გაუტანეს, მაგრამ ჯემაილისგან 3, ხოლო კავანისგან 2 გაუშვეს და საბოლოოდ, 3:5 წააგეს.
ბოლოს კი, გთავაზობთ სერია A-ს 2012-13 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებს Fooball Italia-ს ვერსიით:
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი);
მცველები: მარკინიოსი (რომა), უგო კამპანიარო (ნაპოლი), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი);
ნახევარმცველები: ხუან კუადრადო (ფიორენტინა), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ჯამპიერო ბონავენტურა (ატალანტა);
თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (ნაპოლი), ერიკ ლამელა (რომა), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
xo imena dzaan magrad umates wina wlebshi italiashi 10 matshci 10 goli gadioda exla kide dlivs vitvli
მაგარი სიმბოლურია საღოლ... ჯიჯი უნდა ყოფილიყო რათქმაუნდა! 20 გოლამდეც არ გაუშვია როცა ჰანდანოვიჩმა ლამის 50 გაუშვა
მე ეს ნაკრები მომწონს, მაგრამ ვფიქრობ რომ ბოავენტურას ჯობდა მონტოლივო ან ნაინგოლანი ჩაეყენებინათ, ბოავენტურა კაია მარა ნაინგოლანი და მონტი უკეთესები არიან. მარკიზიომ და პირლომ ამ სეზონში ვერაფერი ქნეს ისე როგორც წინა სეზონში, მაგრამ საშუალო დონეზე მაღლები მაინც იყვნენ ))
ჰანდანოვიჩი ბარსელონაში გამოუშვით რა ვინმემ დავიჯერო ინტერში თAვს კარგად გრძნობს? ასეთ ინტერში თან
Fooball Italia სიმბოლურებშიი ძაან ფარაონი სადაა სადა ეხლა აღარ გინდათ ელ შაარავი ხომ?
DD
ისე ერნანესიც არ იყო ცუდი, ეგეც შეიძLებოდა
ბალოტელის არ მოხვედრა გასაგებია.. ნახევარი სეზონი ითამაშა მარტო.. ელ შაარავიმ მეორე წრეში მაგრად უკლო. ბალოტელიმ დაჩრდილა და არც იყო შესაყვანი
თავდასხმა სამართლიანად არის არჩეული, დალშე რა ვთქვა არ ვიცი.. მთელი სეზონი თვალს ვადევნებდი სერია A-ს და ბუნავენტურა პირველად გავიგე ვინ არის : DDD
მონტოლივო ნაღდად იმსახურებდა, მეორე ახალგაზრდოა გაეხსნა მილანში, უმაგრესი სეზონი ქონდა, კუარდადოსაც არ უბრწყინია მაინც და მაინც, გაცილებით მეტი შეუძლია მაგ ფეხბურთელს
ატალანტას თამაშები თუ არ გინახია ვერ გაიგებდი ვინაა ბონავენტურა. მონტოლივოზე გეთანხმები უბრალოდ ორი ნახევარმცველის ადგილი იყო და ჰამშიკს და ვიდალს ვერ გაუქაჩა
სტატია კარგია მაგრამ მოვსტყანესეთი სიმბოლური
))
მილანის არცერთი ფეხბურთელი სიმბოლურში,''სტრანნი'' სიმბოლურია )
რა ჰანდანოვიჩი ამათ ხომ არ აჟრიალებთ. სადაა ჯიჯი?! ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ 2 ფებხურთელის მოხვედრა მართლა სირცხვილია!
მოტნოლივო სულ დამავიწყდაა ბონავენტურას რაუნდა აქ ვერ ვხვდები ან კუადრადოს ? კარგი სეზონი ქონდა კუადრადოს მაგრამ მანდ არ უნდა იყოს
არადა მონტოლივო იმსახურება სიმბოლურში მოხვედრას. ელშაარავიც
ასეთი ცუდი სიმბოლური არასდროს მიანხავს ; ) სადაა შაარავი,ბალოტელი,დე შილიო თუ არ უტამაშიათ წელს ?
გეთანხმები კარგი დავუშვათ ბალომ ნახევარი სეზონი ითამაშა და მაგიტო არ შეიყვანეს მარა ის ორი სად გააქვრე?
დაჟე მონტიც იმსახურებდა აქ ყოფნას დავიჯერო ბონავენტუროზე კარგი სეზონი არ ქონდა? 